თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც გარდაცვლილის ბებიამ და დეიდამ Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, თაკო გამრეკელაშვილის მისვლამდე, ვეფხია ბაქარძე სახლში იმალებოდა და დანაშაულის ჩასადენად შესაბამის მომენტს ელოდებოდა. ოჯახი ამის დასტურად, კონკრეტულ დეტალებს იხსენებს. “თაკოს მოსვლამდე მივიდა მკვლელი სახლში და იქ იმალებოდა. აგრესიული ყოფილა. ბავშვების ტანსაცმელი დაუკუწია და ბენზინი მიუსხია, ბავშვებსაც ბენზინის სუნი ასდიოდათ” – განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ ლია იმერლიშვილმა ჩვენთან საუბრისას. 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის ოჯახი ასევე ეხმაურება იმ ფაქტს, რომ ვეფხია ბაქრაძე ერთი წლის წინ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა. მათ გადაწყვეტილების მიმღებ კომისიასთან კონკრეტილი კითხვები აქვთ.
“როგორ შეიძლება ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ადამიამი შეიწყალო, რომელიც ყოველთვის სისატიკით გამოირჩეოდა”?! – აღნიშნა გარდაცლილოს ბებიამ მერი გობაძემ. “არ შეიძლება იწყალებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და ადამიანებს კლავენ. არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეწყალებული ადამიანი დანაშაულს დანაშაულზე ჩადის. ვიღაც უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს” – ამბობს გარდაცვლილის დეიდა ლია იმერლიშვილი ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ბარნოვის #77-ში 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭერს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სსკ-ის 108-ე მხულით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკველობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, უკვე დააკავეს. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაქრაძეს ძალადობრივი დანაშაულისთვის აკავებენ. შსს-ს ინფორმაციით, იგი 2015 წელს დამნაშავედ ცნეს მოკლულის დედის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამო.