საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ – ამის შესახე ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება შეეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული ვ.ბ სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა და შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მკვლელობა მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა 24 წლის ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დანით ყელი გამოჭრა. ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს და ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადრე ოჯახური ძალადობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge